გაეროს წევრმა ქვეყნებმა თითქმის 10 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ მსოფლიო ოკეანეების დასაცავად ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.მოლაპარაკებების შედეგად, 2030 წლისთვის ოკეანის წყლების 30 %-მდე დაცული აკვატორია გახდება, რაც საზღვაო ბუნების დაცვასა და აღდგენას გულისხმობს.
შეთანხმებას 38 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში მიაღწიეს. საზღვაო კანონზე გაეროს კონვენცია 1994 წელს ამოქმედდა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის უახლესი შეფასებით, ზღვის ბინადართა გლობალური სახეობების თითქმის 10% გადაშენების რისკის ქვეშაა.
ახალი ხელშეკრულებით დაცულ ტერიტორიებზე თევზაობის მასშტაბებზე, გემების მარშრუტებსა და კვლევით აქტივობებზე შეზღუდვები დაწესდება.