ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

05 მარტი 2023, 10:05 497 ნახვა

ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაზე 200 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა და მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს.

სამართალდამცავების განცხადებით, მომიტინგეებმა ბარიკადები დაარღვიეს, დაკავებულია 4 ადამიანი. ცნობისთვის, პოლიციამ გასული აქციების დროს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

სასამართლო რეფორმა კი თავის მხრივ კრიტიკის საგანია და ექსპერტების აზრით ის საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში