ოლაფ შოლცისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა

04 მარტი 2023, 11:29 565 ნახვა

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იყო.

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს, სანამ ქვეყანას ეს დასჭირდება.

ოვალურ კაბინეტში ბრიფინგის დროს ბაიდენმა შოლცს მადლობა გადაუხადა, უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერისთვის. ასევე მიესალმა გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებას სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ. ორი ლიდერის შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი