უკრაინაში ომის 374-ე დღეა. ზაპოროჟიეში ოკუპანტის მიერ სახლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღე ღამის განმავლობაში მტრის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
ამ დრომდე მძიმე ვითარება რჩება ბახმუტში, სადაც მტერი არ წყვეტს ძალისხმევას ალყაში მოაქციოს ქალაქი.
ამასთან უკრაინის დამცველებმა მოწინააღდმეგის სუ-34 ტიპის გამანადგურებელი რა რამდენიმე სახეობის ტიპის 8 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის საცავს და საწვავის 2 საცავს დაარტყეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოს მორალური ვალდებულება აქვს უკრაინელი ჯარისკაცების წინაშე და ეს მოვალეობა არის სამართლიანობის აღდგენა.