საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და რკინიგზელთა გაფიცვა.
პროფკავშირის განცხადებით, საუბარია უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე, რის შესახებაც ისინი სარკინიგზო კომპანიას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. მომიტინგეებმა გუშინ 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
აქციებია დაგეგმილი ათენში, სალონიკსა და ლარისაში, სადაც მოქალაქეები გააპროტესტებენ საბერძნეთის მთავრობის პოზიციას, რომ ტრაგედია მხოლოდ „ადამიანური შეცდომის“ შედეგი იყო. გვიან ღამით ათენში სამართალდამცავებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.