უნგრეთის პარლამენტმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადების რატიფიცირების პროცესი დაიწყო

02 მარტი 2023, 10:20 498 ნახვა

უნგრეთის პარლამენტმა ერთთვიანი დაგვიანების შემდეგ  ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის განაცხადის რატიფიკაციის პროცესი დაიწყო.

ქვეყნის პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მოუწოდეს კანონმდებლებს მხარი დაუჭირონ თავდაცვის ალიანსის გაფართოებას.

შვედეთმა და ფინეთმა გასულ წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნატოში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს, რომლის რატიფიცირებაც ბლოკის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.

უნგრეთის პარლამენტში რატიფიკაციის პროცესი ქვეყნის  პრემიერ-მინისტრის განცხადებამ შეაფერხა, რომელიც  შეშფოთებას გამოთქვამს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გამო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი