დღესვე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივ რეგულაციებზე იმსჯელებს. ახალი საკანონმდებლო პროექტი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ და დეპუტატმა მირიან წიკლაურმა მოამზადეს. ცვლილებები 12-მდე სხვადასხვა კანონში ხორციელდება. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის, სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება. წარმოდგენილი ცვლილებით კი 6-თვიანი ვადა 3-თვემდე მცირდება. კანონპროექტით ხდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც.