პერუს ცენტრალურ ნაწილში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათი საცხოვრებელი სახლი მოიყოლია, დასახლებები მოწყვიტა გარესამყაროს და გაანადგურა მოსავალი.
თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში დაფიქსირებულია მეწყრის ჩამოწოლის მომენტი. ღვარცოფი ფერდობზე მოედინება და გზებზე ხეებსა და სახლებს ანადგურებს.
ადგილობრივი მედიის თანახმად სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემებს ჯერ ვერ ასახელებენ.
მეწყერმა სულ მცირე ათი ოჯახი დატოვა თავზე ჭერის, ყავის, კაკაოს და ბანანის პლანტაციების გარეშე.