ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 5 ივლისს Tbilisi Pride-ზე და ძალადობის წინააღმდეგ 6 ივლისის აქციებზე ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ ძალადობა ორგანიზებული და განხორციელებული იყო ულტრამემარჯვენე პრო-რუსული ჯგუფი “ალტ-ინფოს” და სხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ, მათ შორის “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” და “ქართული მარში”.
ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ მოვლენებში სახელმწიფოს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როლებზეც წერს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია, რომ 5 ივლისის მოვლენები პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ განვითარდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა "დაგეგმილ ღონისძიებას "მიუღებელი" უწოდა."