უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ ალექსანდრე სირსკის განცხადებით, სიტუაცია ქალაქ ბახმუტის გარშემო უკიდურესად დაძაბულია. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა, რომ დონბასში, ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება და მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად იყენებენ.