აქცია ხულოში

28 თებერვალი 2023, 17:39 989 ნახვა

ხულოში სოფელ კვატიის მოსახლეობამ გზის გაწმენდის მოთხოვნით  გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ  დიდთოვლობის შემდეგ აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დააგვიანა როგორც ცენტრალურ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე, რის გამოც მათივე მტკიცებით, პრობლემები შეექმნათ იქ  მცხოვრებლებს.  აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტეს, რომ  შიდა საუბნო გზების წმენდა გრძელდება. იქედან გამომდინარე, რომ  თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებდა და  სოფლებში  ერთსა და იმავე  მონაკვეთზე ტექნიკის მობილიზება რამდენჯერმე იყო საჭირო, სამუშაო პროცესი გაჭიანურდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი