შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარესთან

28 თებერვალი 2023, 14:56 446 ნახვა

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს  შეხვდა. საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში განხორციელებული პროექტების შესახებ  მიაწოდა  ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო. 

სოსო გიორგაძის თქმით,   საქპატენტი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო აღიარებების კუთხით მუშაობს.  

ასევე  კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებად სტაჟიორთა პროგრამა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი