საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს. მხარეები მიესალმნენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლის ვადით და დადებითად შეაფასეს საქართველოს წევრობის პრიორიტეტები.
საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და გაეროს მნიშვნელოვან როლს ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების თვალსაზრისით.
მინისტრმა შეხვედრა გამართა პორტუგალიელ კოლეგასთან, ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ადამიანის უფლებების დაცვის და შრომის საკითხებში.