მოსკოვი აშშ-ს უკრაინაში პროვოკაციის მომზადებაში ადანაშაულებს

28 თებერვალი 2023, 14:13 504 ნახვა

აშშ უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

კირილოვი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ სალივანის სიტყვებს ეყრდნობა, რომელმაც განაცხადა, რომ „რუსული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის  რაიონში  ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავენ“.

კირილოვი, რომელიც შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ხელმძღვანელია, აღნიშნავს რომ  მსგავს განცხადებას აშშ-ისა და მათი თანამზრახველების განზრახვად აღიქვამენ, განახორციელონ პროვოკაცია უკრაინის ტერიტორიაზე მომწამლავი ქიმიკატების გამოყენებით“. მისი თქმით, რუსეთი გამოავლენს და დასჯის რეალურ დამნაშავეებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი