რუსეთის ივანოვოს ოლქში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად წითელ მოედანზე ყოველწლიური აღლუმისთვის მზადება უკვე დაიწყო. რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა, რომელიც სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს, მოსკოვის მიმართულებით დაიძრა.
სამხედრო აღლუმი 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება.
ფრთოსანი რაკეტები მოსკოვის წითელ მოედანზე 2008 წლიდან სამხედრო აღლუმის შემადგენელი ნაწილია.