ისრაელ-პალესტინას შორის დაძაბულობის ახალი კერა ქალაქ ჰუვარაში

27 თებერვალი 2023, 10:45 469 ნახვა

ებრაელები თავს დაესხნენ პალესტინელებს გვიან ღამით ქალაქ ჰავარაში  მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პალესტინელმა  ორი ებრაელი ძმა ავტომობილში ჩაცხრილა. თავდასხმის შედეგად  ერთი პალესტინელი დაიღუპა.

ებრაელებმა დაბლოკეს ჰავარაში ქუჩები, ცეცხლს  წაუკიდეს და ქვებს ესროდნენ პალესტინელების სახლებს. ებრაელი ძმების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და პალესტინის ოფიციალური პირები  იორდანიაში დაძაბულობის შემცირების გზებზე მსჯელობდნენ.

მხარეები შეთანხმდნენ დაიცვან ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, იმუშაონ მუდმივი მშვიდობისთვის და ხაზი გაუსვეს ადგილზე დეესკალაციისა და ძალადობის პრევენციის აუცილებლობას - ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში