სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა იტალიის სანაპიროსთან, მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად. გარდაცვლილებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ნავზე დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა მათგან 40-ის გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევა კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.