რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი და ზელენსკის გამოხმაურება

26 თებერვალი 2023, 11:19 637 ნახვა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოაქვეყნა ევროკავშირმა. შეზღუდვები შეეხო Alfa-Bank, ისევე როგორც მისი შვილობილ კომპანიებს, Alfa-Bank Kazakhstan, Tinkoff Bank და Rosbank-ს.

სანქციები შეეხოთ ინდივიდუალურ პირებსაც, მათ შორის არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ფადეევი. სანქციების ახალ პაკეტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა შეზღუდვები რუსეთის ატომურ სფეროზეც გავრცელდეს, თქვა, რომ ევროკავშირის სანციები საბოლოო არაა და მისი გამკაცრება მომავალშიც გაგრძელდება, რათა რუსული აგრესიის პოტენციალისგან არაფერი დარჩეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი