საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა

24 თებერვალი 2023, 00:22 835 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გასვლაზე "Topsportcentrum"-ზე საქართველომ მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები 80-88  დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა მოუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები აშკარა აუტსაიდერი იყო. პირველი და მეორე მეოთხედი მასპინძელების გამარჯვებით დასრულდა.

ბოლო ორი პერიოდი კი ზუროსის გუნდის უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ , რომლის ანგარიშზეც 25 ქულა , 6 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.
ბოლო გადამწყვეტ ტურში საქართველო შინ ისლანდიის ნაკრებს 26 თებერვალს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი