ვითარება მაღალმთიან აჭარაში

23 თებერვალი 2023, 20:26 608 ნახვა

რა ვითარებაა მაღალმთიანეთში- მეწყრული პროცესები ქედაში საავტომობილო გზებზე განვითარდა, ამ დროისთვის ჩაკეტილია კოკოტაური- არძენაძეების მიმართულება, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მეწყრის აქტიურობის გამო ვერ სრულდება.საავტომობილო გზები თოვლის საფარისაგან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 საათიან რეჟიმში იწმინდება. სამუშაოებში ჩართულია უწყების 80-მდე სპეც ტექნიკა. ეტაპობრივად იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-კოკატაური-ძანაძეების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში