ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

23 თებერვალი 2023, 10:10 599 ნახვა

ჩინეთის შიდა მონღოლეთში  ქვანახშირის მაღაროში მასშტაბური ნგრევის შედეგად დაიღუპა 4 მეშახტე, დაშავებულია 6 და კიდევ 53 ზე მეტის ბედი უცნობია.  ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. ინციდენტი ღია ტიპის მაღაროში ოთხშაბათს მოხდა. 

სამაშველო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის განკარგულებით შემთხვევის ადგილზე მაშინვე დაიწყო, მეწყერმა შეაფერხა.

ადგილზე მობილიზებულია 230 მეხანძრე-მაშველი, 41 სახანძრო მანქანა და 6 მაშველი ძაღლი. მათ დღეს დამატებით  კიდევ 200 მაშველი შეუერთდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი