კორუფცია, ნეპოტიზმი, შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს ის ბრალდებებია, რომლებსაც ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ადგილობრივ ხელისუფლებას უყენებს.
დავით სირაბიძის განცხადებით, თვითმმართველობის საქმიანობაში გამოვლენილია დარღვევები, რომლებზეც მისივე მტკიცებით, 2020-21 წლების აუდიტშია საუბარი.
ოპოზიციონერი დეპუტატი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.