ბათუმის „დინამომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. 33 წლის მონტენეგროელი ცენტრალური მცველი საშა ბალიჩი ზღვისპირულ კლუბში ითამაშებს.
მხარეებს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. საშა ბალიჩს სერბეთში, უკრაინასა და რუმინეთში აქვს ნათამაშევი. არის მონტენეგროს ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.