მეწყრით გამოწვეული პრობლემები ქედასა და შუახევში მოგვარებულია

22 თებერვალი 2023, 17:41 526 ნახვა

მეწყერი ქედაში. მერისი- გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზაზე მიწის და ხეების მასამ გზა ჩაკეტა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროცესი  დღის მეორე  ნახევარში დასრულდება. მანამდე კი მოსახლეობას  საშუალება აქვს შემოვლითი გზით ისარგებლოს. მეწყრული კერები დაფიქსირდა შუახევშიც, ხიჭაური- ნაღვარევის მიმართულებით. საავტომობილო მიმოსვლა აქ უკვე აღდგენილია. პარალელურად ქედაში, შუახევსა და ხულოში გრძელდება თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში