გაერო-ს გენერალური ასამბლეა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავამდე ორი დღით ადრე კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ“ მოწოდებას შეიცავს.
ტექსტი ხაზს უსვამს აუცილებლობას, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში, გაერო-ს ქარტიის პრინციპების შესაბამისად.
წინა რეზოლუციების მსგავსად, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის „სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გაერო-ს ერთგულებას“ და მოწოდებით გამოდის საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს.