გასული დღის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მტრის შეტევა 7 დასახლებულ პუნქტზე მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის კუზემოვკასა და დიბროვას დასახლებებზე და დონეცკის რეგიონში ფედოროვკას, იაგოდნოიეს, ბერხოვკას, ბახმუტსა და კურდიუმოვკას რაიონებში"-განამარტავენ გენერალურ შტაბში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან 59 თავდასხმა განახორციელა.
"რუსი დამპყრობლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად განადგურდა და დაზიანდა სამოქალაქო საცხოვრებელი შენობები, არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ამასთან ვრცელედება ინფორმაცია, რომ რუსეთმა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.