ხულოში 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ქართველი მებრძოლის რუსლან მელაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. იგი მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონის ჯარისკაცი იყო. 11 წლის წინ სამხედრო მებრძოლი საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში. გმირის მშობლიური სკოლა სოფელ ქვედა ვაშლოვანში მის სახელს ატარებს.