საკალათბურთო ნაკრების პირველი ვარჯიში ალმერეში

21 თებერვალი 2023, 14:08 472 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნიდერლანდებში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში უცხოეთში მოთამაშე 3 წევრი- გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი შეუერთდნენ. 

ილიას ზუროსმა ნიდერლანდებში ჩასვლიდან პირველი ვარჯიში იმ დარბაზში გამართა, რომელმაც 23 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს უნდა უმასპინძლოს.

ეროვნულ ნაკრებს დღეს 21 თებერვალს მისი კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება და ილიას ზუროსიც ნიდერლანდებთან მატჩისთვის კალათბურთელებს სრული დატვირთვით ავარჯიშებს.

კაპიტანი 23 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს და ბოლონიაში, 24 თებერვლის საევროლიგო მატჩის სათამაშოდ დაბრუნდება, რის შემდეგაც თბილისში ისლანდიასთან ჩვენს ნაკრებს პრინციპულ მატჩში უკაპიტნებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი