საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

20 თებერვალი 2023, 15:17 534 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ქუთაისის აეროპორტსა“ და „სარფში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (209 აბი და 10 ამპულა) და ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (0,49 გრამი) გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი