ბრაზილიის სან-პაულოს შტატში გადაუღებელი წვიმების შედეგად დატბორილია სახლები და ქუჩები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდოდობამ და მეწყერმა 36 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ძლიერი წვიმა სან-პაოლოს სანაპირო რაიონებში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
სან-პაოლოს შტატის 6 ქალაქში 180 დღიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩასვლას აპირებს ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბაიას შტატში კარნავალის გახსნაში მონაწილეობდა.