ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულ მებრძოლთა ეგრეთწოდებული ვაგნერის ჯგუფის მსგავსი საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს.
ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში კადიროვი წერს, რომ ვაგნერმა, რომელიც რუსეთის ჯარებთან ერთად უკრაინაში იბრძვის, მიაღწია "შთამბეჭდავ შედეგებს" და, რომ კერძო სამხედრო კომპანიები აუცილებლობაა.
"როცა ჩემი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, სერიოზულად ვგეგმავ ჩვენს ძვირფას ძმას, ევგენი პრიგოჟინს კონკურენცია გავუწიო და კერძო სამხედრო კომპანია შევქმნა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოვა", - თქვა 46 წლის კადიროვმა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკას 2007 წლის შემდეგ მართავს.
კადიროვი და პრიგოჟინი ორივე ხელმძღვანელობენ თავიანთ გასამხედროებულ ძალებს უკრაინაში, რუსეთის სამხედრო სარდლობისგან დამოუკიდებლად. ისინი პუტინის მტკიცე მოკავშირეები არიან, თუმცა საჯაროდ აკრიტიკებენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინის ომში წარუმატებლობის გამო.