სავარაუდოდ ე.წ-ლი აგენტების შესახებ კანონპროექტი იქნება მთავარი თემა, რომელსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები თბილისში მყოფ ამერიკელ სენატორებთან განიხილავენ.
უკვე ცნობილია, რომ "ხალხის ძალის" მიერ რეგისტრირებულ დოკუმენტზე, ასევე ევროინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიდასავლურ კამპანიაზე ისაუბრეს ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრაზე. სენატორების დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია.
რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია დაიწყება, დღევანდელ ოფიციალურ შეხვედრებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენცია დაასრულებს.