თბილისსა და ბათუმში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფეიგინის ინიციატივით გამართულ აქციებს უერთდება. ბათუმში აქციას ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, ე.წ “თავისუფლების კვარტალში” გეგმავს.
მთავარი მოთხოვნაა სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში შეკრება დილიდან დაიწყეს და მიმდინარეობს სამზადისი.