საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით იასპარეზებს ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ტაშკენტში, 3-5 მარტს. მათგან 8 ვაჟი და ორი ქალია.
ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძვიან.
ტაშკენტში იჭიდავებს ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც ორი დღის წინ თელ ავივის გრანდ სლემი მოიგო. ასევე მედლისთვის იბრძოლებს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.