ესპანეთის თასის ფინალში გასული გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "უნიკახას" დაუპირისპირდა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა "ბარსელონა" და "რეალი", ფინალში კი "ტენერიფე" 83:80.
გიორგი შერმადინი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესი იყო.
ასევე დამარცხდა იტალიის თასის ფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“. საქართველოს ნაკრების ლიდერები დღეს უკვე ნიდერლანდებში გაემგზავრებიან და ეროვნულ გუნდს შეუერთდებიან, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მასპინძლებთან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.