საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, უკრაინა და მოლდოვა, მოგვიანებით კი საქართველო ევროკავშირის წევრები გახდებიან. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში თქვა.
აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება დღეს ევროკავშირის უსაფრთხოების დაცვას ნიშნავს, ეს კი არა მხოლოდ გაერთიანებაში მყოფ, არამედ სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.
ბორელმა უკრაინის დახმარებას გაუსვა ხაზი და ეს დახმარება სწორედ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში მდგომარეობს.