აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სტიქიით დაზარალებული რეგიონს მოინახულებენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მევლუთ ჩავუშოღლუსთან, ვაშინგტონის სამომავლო დახმარების საკითხს განიხილავს. ისინი ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებენ.
ბლინკენს შეხვედრა აქვს დაგეგმილი თურქეთის პრეზიდენტთანაც. მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად 85 მილიონი ამერიკული დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა.