ეუთოს გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერი

19 თებერვალი 2023, 11:20 582 ნახვა

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საქართველოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ასევე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

პრემიერმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მზადყოფნაზე  გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.  ხაზი გაესვა ეუთოს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკური დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი