თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს იმოძრაონ გამართული ტრანსპორტით, ზამთრისთვის შესაბამისი საბურავებით და დაემორჩილონ დაწესებულ რეჟიმებს. უღელტეხილების სხვადასხვა მონაკვეთზე ძირითადად აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებით გადაადგილება. დეპარტამენტის ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია.