ბულგარეთის დედაქალაქთან სატვირთო მანქანაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

18 თებერვალი 2023, 10:20 487 ნახვა

ბულგარეთში, დედაქალაქიდან 17 კილომეტრის მოშორებით, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 18 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატვირთოს გადაჰქონდა ხის მასალა და მასში დამალული იყო 40 არალეგალი მიგრანტი.

მინისტრმა განაცხადა, რომ გადარჩენილების  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო პერსონალის თქმით, მათგან 8 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში რჩება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სატვირთოს მძღოლმა გაქცევა შეძლო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი