უკრაინის რამდენიმე ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

18 თებერვალი 2023, 10:54 1894 ნახვა

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდაპირველად განგაში სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში გამოცხადდა, თუმცა შემდეგ მათ კიევის რაიონებიც დაემატა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობა თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 5 შეტევა განახორციელეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის თავდასხმები 3 ოლქის 20 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, მათ შორის არის ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებაც. 

რაც შეეხება ოკუპანტის დანაკარგს, ომის დაწყების დღიდან რუსეთმა ომში უკვე 142 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. 

თეთრი სახლის ინფორმაციით კი „ვაგნერის“ დაჯგუფებამ უკრაინაში 30 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი