როგორი უნდა იყოს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი - სკოლებში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში.
„ჰუმანური საქართველო ბედნიერი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში ბათუმში აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი იმყოფება. იგი ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელია, რასაც აჭარაშიც ჩაეყარა საფუძველი.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგებისა და მშობლების გადამზადებას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის საინტერესო ფორმატით წარმოჩენასა და ამონაშვილის პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას.
აკადემიკოსთან შეხვედრას პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.