კონფერენცია პრეზიდენტის სასახლეში

17 თებერვალი 2023, 17:38 588 ნახვა

„ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ - კონფერენცია ორბელიანების სასახლეში გაიხსნა. შეხვედრა მიზნად ისახავს ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზებას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას, ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებში ცნობიერების ამაღლებას. კონფერენცია სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაში პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი არის განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერი, შეუძლია ხელი შეუწყოს ამ თემის აქტუალიზაციას საზოგადოებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი