კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ რუსული კანონი მას თვალითაც არ უნახავს და ირწმუნება, რომ "ხალხის ძალა" არავის არაფერს არ უზღუდავს, პირიქით, ეს ხელს უწყობს გამჭვირვალობას და ღიაობას.
''ქართულ ოცნებაშიც'' აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების მიუხედავად, ისევ იმეორებენ, რომ კანონი პირიქით პროამერიკულია და ვინ რომელი ქვეყნის ანალოგს ხედავს- მათი აზრით, ეს მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების ნაწილია.
რუსულ კვალსა და შინაარსს ხედავს საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი.
საუბრობენ იმ რისკებზე, რომლებიც კანონპროექტის მიღებას შეიძლება მოჰყვეს.