კანონის დარღვევით განთავსებული სარეკლამო აბრები ბათუმში –მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მონიტორინგის ფარგლებში წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. კანონის თანახმად, აუცილებელია სარეკლამო აბრაზე წარწერა სახელმწიფო ენაზეც იყოს შესრულებული. უცხოურ ენოვანი შრიფტი კი ქართულს არ უნდა აღემატებოდეს. საჯარიმო სანქციები 500-დან 3000 ლარამდეა. განმეორების შემთხვევაში კი 5 ათასამდე იზრდება. გასულ წელს სანებართვო პირობების დარღვევით განთავსებული 238 ბანერის დემონტაჟი განხორციელდა.