სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.
უწყების განცხადებით, გამოვლენილია სოციალური ქსელების 613 მომხმარებელი, რომელთა პოსტები შიშსა და პანიკას თესავდნენ საზოგადოებაში. 293 პირის წინააღმდეგ კი საქმის წარმოება უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.