ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, ლიფტში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა და არიან დაშავებულები. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
სასწაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 3 ადამიანი გადაიყვანა. ორმა კი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.