საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა.
მისივე განმარტებით, ტვირთი გუშინ გაიგზავნა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების საქონლისგან შედგება.
„ეს იყო, როგორც საკვები, მშრალი ულუფები, ასევე ბავშვთა კვება, ბავშვთა ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებები. ასევე იყო თბილი ტანსაცმელი, კარვები, სამედიცინო დახმარების სხვადასხვა აღჭურვილობა და ყველა ის საჭირო ნივთი, რაც აუცილებელია სამაშველო ოპერაციებში ადამიანების დახმარებისთვის.
ტვირთი შედგებოდა 7 სატვირთო მანქანისგან, რომელიც საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტია. დილის მონაცემებით უკვე ტრაპიზონში იყო და გვიან ღამე ანკარაში იქნება, სადაც ჩვენი წარმომადგენლები დახვდებიან და გადაანაწილებენ იმ ლოკაციების მიხედვით, რომელიც მოთხოვნილია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.