ევროპარლამენტის რეზოლუცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

15 თებერვალი 2023, 10:54 555 ნახვა

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას  დღეს  უყრიან კენჭს. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“, მეორესი კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

ციტატა: “რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პირადი ვენდეტის ფარგლებში განხორციელებულ დაკავებაში, კვლავ მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება“, - აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის ტექსტში.

„ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის“ ტექსტში კი ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება უნდა განიხილონ. რა მოლოდინი აქვთ რეზოლუციასთან დაკავშირებით დეპუტატებს - პარლამენტში შეფასებები დილიდან კეთდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი