მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.
მირქმა 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
იუდეველთა წესის მიხედვით, ახალშობილი მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ.